ამონარიდები პარმენ ლორიას თხზულებებიდან…
„ყოველი ადამიანი ერთი საინტერესო წიგნია. თუ შეძლებ მის გადაშლას და წაკითხვას, მეტად საინტერესო მოთხრობას ან რომანს გაეცნობი”. - (დაუსჯელი დამნაშავე)
* * *
„კეთილი საქმე ყველაზე დიდი ძეგლია უკვდავების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად”. – (ძეგლი უკვდავებისა)
* * *
„დაგვიანებულ სინანულს აბა რა ღირსება და ფასი აქვს?” – (მამა)
* * *
„სახელი არ ცვლის ადამიანის ბუნებას და ხასიათს, მაგრამ რასაკვირველია, უკეთესია თუ ეროვნული სახელი მოხშირდება და უცხო სახელებს ავერიდებით. ამაზე უფრო მშობლებმა უნდა იფიქრონ დროზე და არა სხვა ვინმემ შემდეგ”. – (ჩემი პირველი თანამდებობა)
* * *
„არიან ადამიანები, რომელთაც ერთხელაც არ დასცდენიათ ბედის აუგი. დაბადებისა და გაჩენის დღე არ უწყევლიათ, სინდის-ნამუსი არ ჩაუწიხლავთ, მოყვარე ფულში არ გაუცვლიათ, სიმართლიათვის არ უღალატნიათ და საკუთარი მკლავის წყალობით სხვის წინაშე თავდახრილთ მოწყალება არ უთხოვიათ”. – (მამა) – (დაუსჯელი დამნაშავე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სწავლა ბრიყვს მობეზრდება მხოლოდ”. – (ძეგლი უკვდავებისა)
* * *
„როცა მამა ვაჟკაც შვილთან საუბრობს, მაშინაც ფიქრობს პატარასთან აქვს საქმე და დარიგებას ეტანება. საკუთარ ბავშვობას იგონებს და თუნდაც იქ არაფერი ჰქონდეს საქები და მოსაწონი, მაინც ბევრს კარგ რამეს მიიწერს თავისთავზე და მაგალითებზე მიუთითებს”. – (მამა)
* * *
„ჭირისუფალი მეტად ხელგაშლილია და დაუზოგველი, განსაკუთრებით გაჭირვებისა და უბედურების პირველ დღეებში. თუ ვინმე დროულად არ მიეშველა და იმედიანად არ შემოუძახა, მთელ ავლა-დიდებას გაანიავებს და საკუთარ თავსაც ზიანს მოუტანს.
ასეთ დროს ჭირისუფალსაც სჭირდება ჭირისუფალი”… – (ძეგლი უკვდავებისა)
* * *
„ბევრი სიმწარე და ტკივილი წაიღო დრომ, ბევრ წყლულს დაადო მალამო და მოაშუშა. ბევრი გადაიტანა და გადანისლა”. – (მამა)
* * *
„სწავლას ვერასოდეს ვერ მორჩება ადამიანი”. – (განთიადი ხევში) – (ავტორი გენია.ჯი)