Tag Archives: ამონარიდები პარმენ ლორიას მოთხრობებიდან…

ამონარიდები პარმენ ლორიას თხზულებებიდან…

„ყოველი ადამიანი ერთი საინტერესო წიგნია. თუ შეძლებ მის გადაშლას და წაკითხვას, მეტად საინტერესო მოთხრობას ან რომანს გაეცნობი”.

ამონარიდები პარმენ ლორიას რომანიდან – „განთიადი ხევში”

„ხალხი ჭრელია: ზოგჯერ კარგი მეგობარი და მოკეთე რომ გგონია, ისაა მტერი და ორგული სწორედ”.

ამონარიდები პარმენ ლორიას რომანიდან – „განთიადი ხევში”

„ – როცა ადამიანს კუჭი ეწვის და ოჯახი შიმშილით ეხოცება, არც მეჩეთი ახსოვს და აღარც ღმერთი. თუ კანონი და სამართალია, ღმერთს უნდა ახსოვდეს ასეთი ადამიანი”.

ამონარიდები პარმენ ლორიას მოთხრობებიდან…

„რამდენნაირი ადამიანი არ შეგხვდება კაცს ქვეყანაზე. ზოგს სრულიად შემთხვევით გაიცნობ, ორ სიტყვას გაცვლით ურთიერთშორის და ძველი ნაცნობებივით დამეგობრდებით,