ამონარიდები პარმენ ლორიას მოთხრობებიდან…
„რამდენნაირი ადამიანი არ შეგხვდება კაცს ქვეყანაზე. ზოგს სრულიად შემთხვევით გაიცნობ, ორ სიტყვას გაცვლით ურთიერთშორის და ძველი ნაცნობებივით დამეგობრდებით, ზოგი სალამზე პასუხის გაცემას მოაყოლებს თავის ამბავს და ერთბაშად მთელ ცხოვრებას წინ გადაგიშლის. არიან სიტყვაძუნწი ადამიანებიც, მაგრამ შეკითხვებზე რომ ვრცელი პასუხი გაგცეთ, თავის მხვრივაც არაფერი გკითხონ, ასეთი აქამდე არ შემხვედრია”. – (დაუსჯელი დამნაშავე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთის შეცდომა მეორეს გაკვეთილად გამოადგება”. – (დაუსჯელი დამნაშავე)
* * *
„ – დიდ კაცს დიდი საქმე აქვს”. – (პირველი ნაკადი)
* * *
„ – თამადა? მართალია, კონსტიტუციაში ეს თანამდებობა არაა მოხსენიებული, არც მის უფლებებზეა რაიმე თქმული, მაგრამ ფაქტიურად საქართველოს ბედ-იღბალი იმის ხელში უნდა იყოს. ჩემი აზრით, იგი ყველაზე დიდი დიქტატორია. მას ემორჩილება არა მარტო რიგითი მოქალაქე, არამედ პრემიერი და თვით პრეზიდენტიც. მას უფლება აქვს გაშლილ სუფრიდან არ აგაღებინოს ხემსიც კი და გასვას იმდენი, რამდენიც მას სურს. მისი სურვილი ხომ განუსაზღვრელია”. – (უცხოელი ჟურნალისტი საქართველოს შესახებ)
* * *
„არის ნაღველი, რომელიც საფლავშიც ჩაჰყვება სხეულს და იქაც შეაწუხებს”. – (დაუსჯელი დამნაშავე)
* * *
„ადვილი სათქმელია, დამშვიდდი”. – (პირველი ნაკადი)
* * *
„ – სინდის-ნამუსი, შვილო, სინდის-ნამუსი, აი, რა უნდა დააყენო კანონზე უფრო მაღლა…” – (დაუსჯელი დამნაშავე)
* * *
„ – თანამდებობა და პირობები, დრო და სიშორე ცვლის ადამიანის ბუნებასა და ხასიათს”. – (პირველი ნაკადი)
* * *
„ცხოვრებას თავში უნდა ვედგეთ და მივუძღოდეთ”. – (დაუსჯელი დამნაშავე)
* * *
„ – ეჰ, მარადიული არაფერი ყოფილა ამ ქვეყნად”. – (დაუსჯელი დამნაშავე) – (ავტორი გენია.ჯი)