ამონარიდები პარმენ ლორიას რომანიდან – „განთიადი ხევში”
„ხალხი ჭრელია: ზოგჯერ კარგი მეგობარი და მოკეთე რომ გგონია, ისაა მტერი და ორგული სწორედ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სასიკვდილოდ განწირული ადამიანი მხეცზე უმხეცესია. მან უკანასკნელად უნდა გაიბრძოლოს… უკანასკნელი გაბრძოლება ხომ შეიძლება გამარჯვებითაც დამთავრდეს. ასეც რომ არ მოხდეს, ბრძოლაში სიკვდილი სჯობს გულხელდაკრეფილ სიკვდილს…”
* * *
„სადაური ტაქტიკაა, მტრის მოსპობა შეგეძლოს და დაზოგო!”
* * *
„აღსარება ადამიანის გულს ამშვიდებს. სიკვდილს უადვილებს”.
* * *
„ – სიყვარულით სავსე ოჯახში, ცივი ლუკმაც ტკბილი და გემრიელიაო ამბობდნენ და მართალი ყოფილა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ქვეყნის გაცნობა, სწავლა-განათლების მიღება და საზოგადოებაში გამოსვლა ვის არ უნდა?..”
* * *
„ობოლი ადამიანის ბედი უკუღმა ტრიალებს…”
* * *
„ოღონდ გული იყოს სიყვარულით სავსე და ბედნიერება ადამიანს არ მიატოვებს”.
* * *
„შემპარავი ძაღლი ყველაზე კეთილი და უწყინარი მოჩანს, მაგრამ ისეთ დროს გიკბენს, რომ აზრზეც არ იქნები”.
* * *
„უსწავლელი ადამიანის ცხოვრება ბნელ ორმოში ყოფნას უდრის…” – (ავტორი გენია.ჯი)