ამონარიდები ჰალდორ ლაქსნესის რომანიდან – „ისლანდიის ზარი”
„ – ღმერთო, თუნდაც ვნების პარასკევს ეკლესიის კარზე სახეში მოგაფურთხო, მაშინაც მეცოდინება: ყველაფერი შენი ნებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არსებობს ერთი სურათი, ყველა სურათზე აღმატებული, და ეს არის ჩვენი ცხოვრების სურათი, რასაც თვითონ ჩვენ ვქმნით. არც სხვა სურათებია ურიგო, თუ ჩვენს ნაკლოვანებებს გვიჩვენებენ და აგვიხსნიან, რანაირად უნდა მოვაწყოთ ცხოვრება ჩვენი”.
* * *
„ღირსება – კაცს საკუთარ თავზე ძვირად უნდა უღირდეს”.
* * *
„ – ყველა თავის ღმერთს შესტირის, და ყველა თავისთვის ტირის, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ყველაფერი, რაც თავს გადაგვხვდება ხოლმე, სიკეთეც და ბოროტებაც, ავიც და კარგიც, თვით ჩვენსავე თავში იღებს დასაბამს”.
* * *
„მთავარია არა თვით ხატება, არამედ ადამიანის დამოკიდებულება ხატებისადმი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ქალებს ზოგჯერ წინათგრძნობა აქვთ. ზოგ რამეს ისედაც ვგებულობთ, თუნდაც საკუთარი ყურებით არ მოგვესმინა”.
* * *
„უფალი ღმერთი ადამიანებს ხშირად აბრმავებს იშვიათი მხედველობითი მცდარობით. მაცდურს ნება დართო ბრჭყვიალა სამოსით მოსილმა იაროს დედამიწაზე”.
* * *
„ – პატიოსნებას გეფიცები, ხშირად შემშურებია რომელიმე ფეხშიშველა მაწანწალისა, გზაზე რომ იწვა და ეძინა, დარდი არ იცოდა და ზრუნვა, შემშურებია და მინატრია, სამუდამოდ ამ მათხოვართა ბრბოს შევრეოდე-მეთქი, რომელიმე ჩანჩქერთან რომ დაბანაკებულან, ფრინველთა ფრენას შესცქერიან, ღმერთს ევედრებიან და არავის ანგარიშს არ აბარებენ”.
* * *
„მძიმეა ტვირთი, უფალი ღმერთი რომ გვანდობს ჩვენ”.
* * *
„ყველა ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, ღმერთმა სამყაროს შექმნასთან ერთდროულად ადამიანს გონებაც მიანიჭა იმისათვის, რომ სამართალი და უსამართლობა გაარჩიოს”. – (ავტორი გენია.ჯი)