ამონარიდები ჰალდორ ლაქსნესის რომანიდან – „ისლანდიის ზარი”
„ქვეყნად მართლმსაჯულება არ იქნება მანამ, სანამ თვითონ ჩვენ ადამიანები არ გავხდებით. საუკუნეები ჩაივლიან, ვიდრე ეს მოხდება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ნამდვილი ხორცშესხმული ეშმაკია ის, ვინც ყველასთან ეშმაკია, და იმასთანაც კი, ვისაც თითქოს ეხმარება”.
* * *
„ – რასაც კაცი თავისთან ვერ იპოვნის, იმას ვერსად ვერ იპოვნის”.
* * *
„სატანის ჩვეულება ასეთია: თვითონ არ ჩაიდენს ჭუჭყიან საქმეს. ასე რომ მოიქცეს, ადამიანები არ გაეკარებიან. ამიტომაც ეძახიან მაცდურს, რომ ცდუნებით იმორჩილებს ადამიანის ნებისყოფას და თავის ნება-სურვილზე ატარებს”.
* * *
„ – რაც ადამიანებს ჰგონიათ, ამას არა აქვს მნიშვნელობა. რაც ღმერთმა იცის, მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ისეთი დრო დადგა, რომ აღარავინ იცის, რას შეიძლება ამ უბედურ ქვეყანაში სამართალი ეწოდოს”.
* * *
„ – მე იმ აზრისა ვარ, რომ, თუ წარჩინებულ ადამიანებს არ ექნებათ უფლება იყოლიონ საყვარლები, ქმრიანები თუ უქმრონი, მაშინ რაღა აზრი უნდა ჰქონდეს ამ ცხოვრებას? ხომ არ შეიძლება, რომ მამაკაცი შეყვარებული იყოს თავის მეუღლეზე? ჩემო ბატონო, თქვენ ხომ კლასიკოსებს იცნობთ და ჩემზე კარგად გეუწყებათ, რომ ძველებს ასე სჩვეოდათ: ცოლი მათ მოვალეობისათვის ჰყავდათ, საყვარელი კი – საჭიროებისათვის”.
* * *
„ნაცემი მონა დიდი ადამიანია, რადგან მის მკერდში თავისუფლება ცოცხლობს”.
* * *
„არავის შეუძლია განსაზღვროს, რას ჩაიდენს თავზე ხელაღებული კაცი”.
* * *
„ქვეყანაში, სადაც ხალხის საქმე წაღმა წავა, დანაშაულიც მოისპობა”. – (ავტორი გენია.ჯი)