ამონარიდები თამაზ ბიბილურის მოთხრობებიდან…
„სიყვარულის გამო ქვეყნად რა არ მომხდარა. სიყვარულის საბაბით იწყებოდა ომები და იკვრებოდა ზავები. ერთმანეთს ებრძოდნენ სამთავროები და სახელმწიფოები. ირღვეოდა საზღვრები და იცლებოდა ახალი მიჯნები. სიყვარულს მუდამ თან სდევდა მისი დაუძინებელი მტერი – სიძულვილი”. – (ქათმები) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – სიბერე ეკლის გვირგვინი ყოფილა”. – (ყველაწმინდა)
* * *
„სოფლის ყურს რა დაემალება”. – (ჩონგური)
* * *
„სოფელს უყვარს გაზვიადება. იქ ლხინიც სიდიადით იზომება და ჭირიც”. – (ყველაწმინდა)
* * *
„სამეზობლოში შური რა სათქმელია”. – (ბერიკაობა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ლამაზი ქალი შინ ვის დაურჩენია”. – (ჩონგური)
* * *
„სიყვარული ამქვეყნად ყველაფერზე ძლიერია, ჩემზე ძლიერი, შენზე ძლიერი, ქვეყნიერებაზეც ძლიერი…” – (ყველაწმინდა)
* * *
„მასპინძელი თქმულა თამადად და არა სტუმარიო…” – (ბერიკაობა)
* * *
„სიკვდილს არავინ ავიწყდება”. – (ყველაწმინდა)
* * *
„მთავარი ბოლოა!” – (ბერიაკობა) – (ავტორი გენია.ჯი)