ამონარიდები როჟე მარტინ დიუ გარის რომანიდან – „ტიბოს ოჯახი”
„როცა ხანძრის გამჩაღებელს ეძებენ, ჯერ ამას გაიფიქრებენ, ვის მოუტანდა სარგებელს ეს ხანძარი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ვერ შევგუებივარ აზრს, რომ უფლება ძალამ დათრგუნოს!”
* * *
„ფარული ძალა სახელმწიფო, ისევე განაგებს თქვენს ბედს, როგორც ფერმერი – პირუტყვს!..”
* * *
„არა რაი არს, რომლისა შეუძლებელ იყოს გამოსწორებაი…”
* * *
„ამქვეყნად სამართლიან იდეას ვერავითარი ძალა ვერ შეუშლის ხელს დარჩეს სამართლიანი!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – სჯობს მოვკვდე, ვიდრე იმაზე დავთანხმდე, რაც მთელი არსებით მძაგს!”
* * *
„სასოწარკვეთას არ მისცე საშუალება, ფარ-ხმალი დაგაყრევინოს! საქმეს მხოლოდ მაშინ არ ეშველება, როცა საუკეთესონი უარს იტყვიან ბრძოლაზე და ვითარების გარდაუვალობის მითის წინაშე ქედს მოიდრეკენ!”
* * *
„ – ჩემი აზრით, ადამიანის მოკვლაზე უარის თქმა, მორალური კეთილშობილების ნიშანია, რომელიც პატივისცემას იმსახურებს”.
* * *
„სასიკვდილოდ განწირულ ხალხს უფლება აქვს იკითხოს, ვის ან რისთვის სწირავენ სიცოცხლეს!”
* * *
„ცხოვრება სეირნობა როდია”. – (ავტორი გენია.ჯი)