ამონარიდები ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის ისტორიული დრამიდან – „ღალატი”
„რაც უფრო მოახლოვებულია დრო გრგვინვა-ქუხილისა, მით უფრო დიდია მყუდროება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხუმრობას თავისი დრო აქვს”.
* * *
„როცა მოღალატესთან მიდიხარ, უნდა უცბად წაადგე თავზედ”.
* * *
„ამბობენ, რომ ბედნიერება არ არის ქვეყნადო”.
* * *
„შეუძლებელია შენდობა განდგომილისა, მოღალატისა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იმედი არ უნდა დაჰკარგო, მაშინაც-კი, როცა ჯალათი წინ გედგას, მაშინაც-კი, როცა მარყუში წაგიჭირონ და ხმალი შეამაღლონ თავის მოსაკვეთად. იმედს ნუ დაჰკარგავ, ვიდრე პირში სული გიდგია”.
* * *
„რაც დავიწყებულია, ის მკვდარია”.
* * *
„მიაძინე მტერი და გაჰგლიჯე შუაზედ”.
* * *
„გველს შიგ თავის სოროშივე უნდა დაჰკრა ქვა და მოუჭეჭყო თავი”.
* * *
„დედაკაცის ფიქრი ის არის, რომ ვითომ ქვეყანაზედ იმის სილამაზის მეტი სხვა აღარა არსებობს-რა!” – (ავტორი გენია.ჯი)