ამონარიდები ჯეიმზ ფენიმორ კუპერის რომანიდან – „ნადირთმჟლეტი”
„ – არაერთხელ დავრწმუნებულვარ, რომ ადამიანი ცხოვრებაში მტრებს უფრო ხშირად ხვდება, ვიდრე მეგობრებს. ტანში მზარავს, როცა ვფიქრობ, რა უამრავი საბაბი არსებობს იმისათვის, რომ კაცი მტრად გადაგეკიდოს და რა ცოტა – დასამეგობრებლად!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ზოგჯერ მეც მინატრია ლამაზი გარეგნობა მქონოდა, მაგრამ მერე ყოველთვის დამითრგუნავს იგი, როგორც კი გავიფიქრებ, რომ ბევრი ლაზათიანი გარეგნობის კაცს ვიცნობ, რომელთაც შინაგანად სხვა არაფერი აქვთ სატრაბახო შესახედაობის გარდა”.
* * *
„თუ მეომრის უპირველეს სიქველეს ვაჟკაცობა წარმოადგენს, მეორე – უცილობლად სიფრთხილე და წინდახედულებაა”.
* * *
„ – ვფიქრობ, ყველა ადამიანს თავისი შეხედულება გააჩნია, სხვისი სიკვდილ-სიცოცხლის შესაფასებლად”.
* * *
„საბოლოო ჯამში ადამიანებს განსჯიან არა მათი კანის ფერის, არამედ მათთა საქმიანობის მიხედვით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანები ხშირად ცდებიან მოყვასის შეფასების დროს და არცთუ იშვიათად არქმევენ ისეთ სახელებს, რომელთაც ისინი არ იმსახურებენ”.
* * *
„ – ყოველი არსება, შექმნილი ღმერთის მიერ, თავისებურად კარგია, მაგრამ ადამიანები ხშირად ამახინჯებენ მათ და აიძულებენ, შეიცვალონ ბუნება და გარეგნობა”.
* * *
„ – ხომ გაგიგონია – თვით ცუდი ამხანაგის გვერდით გზა შეუმჩნევლად დაილევაო”.
* * *
„ – ვინც ახალგაზრდაა, ლამაზი და გარშემო მარტო სიყვარულის შესახებ ლაპარაკი ესმის, ბუნებრივია, ყველგან სასიყვარულო ამბები ელანდება”.
* * *
„უხეში ადამიანები საზოგადოდ მიუკიბ-მოუკიბავად გამოთქვამენ ხოლმე თავიანთ აზრებს”. – (ავტორი გენია.ჯი)