ამონარიდები ტო ჰოაის მოთხრობიდან – „ცხოვრება, თავგადასავალი და გმირობა სახელოვანი კუტკალია მეანისა, მის მიერვე აღწერილი”

„დიდ საქმეს თავში უნდა ჩაეჭიდო და არა ბოლოში!..” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – დაიმახსოვრე, თვისტომთა დაჩაგვრა უღირსი საქციელია!”

* * *

„ეჰ, როგორი ნარ-ეკლით მოფენილი და ოღროჩოღროა წუთისოფლის გზა! რას არ შეხვდები; ვინ მიხვდება, წინ რა ელის”.

* * *

„განა ვინმეს აქვს უფლება სხვას მოახვიოს თავისი ნება სურვილი?”

* * *

„მოლოდინი ყველაზე მეტად გვტანჯავს და გვიღრნის გულს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ათასგზის საძნელოა ისეთი მეგობრის შეძენა, გაჭირვებას რომ არ შეუშინდება, ხიფათის დროს რომ არ გიღალატებს, არ აჰყვება საცდურისს, არ განაბოროტებს შორეულ გზაზე გადატანილი გასაჭირი და ძნელბედობა”.

* * *

„ვისაც გონების გამდიდრება სურს, არ უნდა დაზოგოს ფეხები, მოიაროს ქვეყანა, ნახოს და ისწავლოს ყოველივე. ტყუილად ხომ არ ამბობდნენ ჩვენი წინაპრები: „მოგზაურობაში გატარებული ერთი დღეც კი ჭკუის სასწავლებელია”.

* * *

„სიახლე მუდამ გვახარებს და გვიზიდავს”.

* * *

„გახსოვდეთ, უგულობა, უზრდელობა და თავკერძობა ადრე თუ გვიან დაისჯება”.

* * *

„ეჰ, რა ხშირად ხდება ხოლმე, როცა მედიდური და თავგუნება კაცი არარსებულ ტალანტს და გმირულ საქმეებს მიიწერს!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება