ამონარიდები ჯეიმზ ფენიმორ კუპერის რომანიდან – „ნადირთმჟლეტი”
„ – მე ვფიქრობ, რომ ყველას თავისი საიდუმლო აქვს, და ყველას აქვს მისი შენახვის უფლება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ალალმართლობასა და პატიოსნებასაც აქვს იმის ნება, რომ ჯილდო და პატივი მიეგოს”.
* * *
„ადამიანები იშვიათად ამჩნევენ ნაკლს საკუთარ გარეგნობასა თუ ქცევაში”.
* * *
„მდინარეები ადამიანებს ჰგვანან: დაბადებისას პაწაწკინტელები არიან, მერე, თანდათან მხრებს შლიან და ხახაც უფართოვდებათ”.
* * *
„კანონი ისევე არ შეიძლება უპატიოსნო იყოს, როგორც ჭეშმარიტება სიცრუე ვერ იქნება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მხდალი კაცი იგივეა, რაც უკუდო წავი”.
* * *
„ – როგორც ქოფაკები, ისე მძულს მოჩხუბარა ადამიანები, მაგრამ როცა აუცილებელი ხდება თოფს ჩახმახი დააცემინო, დრო აღარა გრჩება, სინდისის ხმას ყური უგდო”.
* * *
„თუ ყველაფერი დაიჯერე, რასაც ზოგიერთები თავის თავზე ლაპარაკობენ, საკუთარი თავი მათთან შედარებით ჭია გეგონება”.
* * *
„- ნაძარცვი ქონება ადამიანს არ შეერგება.
- მინახავს ადამიანები, რომლებსაც ცხოვრება დროს ტარების გარეშე ვერც წარმოედგინათ. ვიცნობდი ისეთებსაც, მყუდრო კუთხეში, მარტოდმარტო მოყუჩებულად ჯდომას რომ არაფერი ერჩივნათ. შევხვედრივარ ისეთებსაც, რომლებიც ვერ მოისვენებდნენ, სანამ ვინმეს არ გაძარცვავდნენ. ზოგი კი, პირიქით, ადგილს ვერ პოულობდა იმის გამო, რომ ოდესღაც ავი საქმე ჩაიდინა. ერთი სიტყვით, ადამიანი სხვადასხვაგვარად იქცევა იმის მიხედვით, თუ როგორ სარგებლობს ნაძარცვით”.
* * *
„ცნობისმოყვარეობა ქალისათვის ჩვეული სისუსტეა”. – (ავტორი გენია.ჯი)