ამონარიდები უილიამ თეკერეის რომანიდან – „ამაოების ბაზარი”

„ყველა ქალი ერთნაირია! ყველა იმას ელტვის, რისი მოპოვებაც არ ღირს!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანის ზნეობრივ გრძნობათაგან სინდისის ქენჯნა ყველაზე უფრო უნიათო რამ გახლავთ – თუკი წამოყოფს თავს, ყველაზე იოლად სწორედ მისი ჩახშობა შეიძლება. ზოგს კი ეს გრძნობა სულაც არ გაუჭაჭანებს ხოლმე”.

* * *

„ყოველი ავი ჩვევა დასძალავს ხოლმე კაცს”.

* * *

„თუ მხედველობაში მივიღებთ ცდუნებებს, ვის შეუძლია თქვას, მე ვჯობივარ ჩემს მეზობლებსო?”

* * *

„ჩვენ სააშკარაოზე გამოსვლა ან სირცხვილსა და სასჯელზე ფიქრი გვაშფოთებს, თორემ თავად დანაშაულის გრძნობა ძალიან ცოტა ვინმეს თუ უმწარებს სიცოცხლეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხანდახან საუკეთესო მანდილოსნებიც იჩაგრებიან შორით განსჯის წყალობით და რომ ხშირად ყველაზე უმანკოთა შესახებაც სიცრუეს ამბობენ ხოლმე”.

* * *

„კუს წვნიანით დანაყრებული კაცი არ გადმოვა თავის ეტლიდან და ცხვრის ბეჭს არ მოიპარავს, მაგრამ, აბა, აშიმშილე და ნახავ, პურის ყუა თუ არ აწაპნოს”.

* * *

„ყველა ქალის გული დნება ბავშვების სიყვარულით და ყველაზე დაძმარებული, ანჩხლი შინაბერაც გულკეთილია მათდამი”.

* * *

„თუ მშვიდი, შეძლებული მდგომარეობა სულ არ აპატიოსნებს ხალხს, პატიოსნების დაცვაში მაინც ეხმარება”.

* * *

„საიქიოს წასულ ყველაზე უკეთესთ და უსათნოესთ ჩვენ შორის რომ საშუალება მიეცემოდეთ, კვლავ მოინახულონ სააქაო, მე მგონი, დიდად ეწყინებათ, როცა ნახავენ, რა მალე ინუგეშებენ თავს ჩვენი ჭირისუფლები”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება