ამონარიდები ლევან გოთუას ტეტრალოგიიდან – „გმირთა ვარამი”
„კაცის გული ფუჭი ხორცის ნაჭერია, თუ შიგ ან დარდი ან სიხარული არ ბუდობს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ადამიანის მრუდობა ტყუილიდან იწყება, შვილო…”
* * *
„ – რთულ ვითარებაში ზნეობრივი და უზნეო ხშირად ბოლოს ირკვევა ხოლმე”.
* * *
„სხვის სამოთხეში გინდ ყოფილხარ, გინდ ნუ იქნები!”
* * *
„ვარამბედობის ჟამს თავიანთი მარნებიდან ნუ გაჰხედავთ საერთო საქმეს! თორემ ყველას წაგიმწარდებათ ზედაშე!..” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბედს ფეხი უნდა აუდგა მხოლოდ, მერმე, თუ ბუნებრივია, თავად უკეთ გაიკვლევს სავალს!”
* * *
„ადამიანის გულს ვინ მოსთვლის, რამდენი შეცდომა სჭირდება, ერთხელ რომ დიდი სიმართლე გამოიღოს!”
* * *
„დარდი სათნო ჯვარივით უნდა ატარო და არა ლოდის კუზივით მოიკიდო. კი არ უნდა გაბოროტდე – უფრო გულშემატკივარი უნდა გახდე!”
* * *
„თითო უბედურება ყველას გვჭირს”.
* * *
„ფოცხვერის მდევარს – ტურის კვალზე რა ესაქმება?!” – (ავტორი გენია.ჯი)