ამონარიდები ანტონ ჩეხოვის პიესიდან – „თოლია”
„ქალებმა მარცხის პატიება არ იციან”… - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უღარიბესი ადამიანიც შეიძლება ბედნიერი იყოს”.
* * *
„ცხოვრებას სერიოზულად უნდა მოეპყრათ”.
* * *
„არსებობს აკვიატებული აზრი, როცა ადამიანი სულ ერთსა და იმავეზე ფიქრობს”.
* * *
„აბა, რა აზრი აქვს უიმედო სიყვარულს?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა ადამიანი უნიჭოა და რაღაცაზე პრეტენზიას აცხადებს, არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ აძაგოს ყველა, ვინც ღვთის მადლითაა მირონცხებული. ვერაფერი ნუგეშია, ღმერთმანი!”
* * *
„ერთადერთი, რასაც კაცის გაბედნიერება შეუძლია, სიყვარულია”.
* * *
„უხეშია ეს ცხოვრება, უხეში!”
* * *
„ადამიანმა არ უნდა ინატრო ისეთი რამ, რაც არ არსებობს”.
* * *
„სიკვდილის შიში ცხოველური გრძნობაა. ადამიანმა იგი უნდა დათრგუნოს. შეგნებულად მარტო იმას ეშინია, ვისაც იმქვეყნიური არსებობისა სწამს და დარწმუნებულია, რომ ჯოჯოხეთში ცოდვებისათვის პასუხს მოსთხოვენ”. – (ავტორი გენია.ჯი)