ამონარიდები ლევან გოთუას ტეტრალოგიიდან – „გმირთა ვარამი”
„მტერს ნება არ უნდა მისცე კარის ზღუბლს გადმოაბიჯოს. თუნდაც შენთვის უბეში ღმერთი ჰყავდეს”… - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქვეყანაზე გულწრფელობა ისეთი სამკაული ყოფილა, რომელიც კერძოდ ძვირად ფასობს, მაგრამ საერთოდ კი ავად ფასდება და ფათერაკთან ახლო ბუდობს”.
* * *
„მამაკაცები ბალღებივით არიან – ერთად არ შეუძლიათ გლოვაც და სიხარულიც, სიყვარულიც და სიძულვილიც! თუ გლოვაში არიან, ქორწილშიც სტირიან და სატირალშიც. თუ უხარიათ და ქელეხშიც მრავალჟამიერს აგუგუნებენ! არ შეუძლიათ ცხოვრებისეულად გლოვას საგლოვო უსწორონ, სიხარულს კი – სასიხარულო!”
* * *
„დარწმუნებასა და სიყვარულს ორი ხელი აქვს – ერთს მუშტი აბია, მეორეს კი ნებიერი ალერსი!”
* * *
„ასეა მოწყობილი ცხოვრება, ზოგი წამებაში კვდება, ზოგი დარდობს, ზოგი კი ინიშნება და ხარობს… ყველაფერი თავისი გზითა და ნიშატით მიდის და ისევ უცვლელია ქვეყანა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მიცვალებულსაც საუკუნო პატივი და განსვენება უნდა და ცოცხლებსაც ყურის მიგდება!”
* * *
„განწირულისათვის ერთხელ მზის მობრუნების ჟამიც საუკუნეა!”
* * *
„ჭეშმარიტი სიყვარული ზნეობის დუღაბია”.
* * *
„ – რას არ მოიგონებენ ეს მამაკაცები, რომ ერთმანეთს აჯობონ ფანდებში, გულზვიადობის ჟინი მოიკლან!”
* * *
„არ არის დასაბამი უდასასრულოდ”. – (ავტორი გენია.ჯი)