ამონარიდები ანტონ ჩეხოვის პიესიდან – „ივანოვი”
„ადამიანის სიცოცხლე მინდორში საუცხოოდ გაფურქნილ ყვავილს ჰგავს: მოვა თხა, მოწიწკნის და ფაფუ! აღარაა ყვავილი!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბანქოს სათამაშოდ არ უნდა დაჯდე, როცა თამაში არ იცი!”
* * *
„სასიძოების შოვნა ახლა ძალზე ჭირს. სასიძოს კი არა, რიგიან მაყარსაც ვერ მონახავ!”
* * *
„საზოგადოდ, ახალგაზრდები ფიცხები არიან”.
* * *
„საკუთარ ღირსებებზე ლაპარაკს ქალებთან უნდა ერიდოთ, დაე, თვითონ მიხვდნენ, რა კაციცა ხართ”… – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანთა უსამართლობა მაკვირვებს. რატომ ხდება, რომ სიყვარულს სიყვარულითვე არ უპასუხებენ, სიმართლის საპასუხოდ კი ყოველთვის ტყუილს ამბობენ?”
* * *
„ – დასწყევლოს ეშმაკმა! კაცს ვერ დაელაპარაკები, თითქოს ავსტრალიაში ვცხოვრობდეთ. არც საერთო ინტერესები აქვთ, არც სოლიდარობა, ყველა თავისთვისაა”…
* * *
„ – მე თუ მკითხავ, ადამიანი სამოვარივითაა, სულ მუდამ თაროზე კი არ იდგება, სიგრილეში… ერთხელაც იქნება, ჩამოიღებენ და შიგ ნაკვერჩხლებს ჩაყრიან, ფშშ-ფშშ”…
* * *
„უბედურება სულს აკაჟებს”.
* * *
„ოცი წლის ასაკში ჩვენ ყველანი უკვე გმირები ვართ, ყველაფერს ვეპოტინებით, ყველაფერი შეგვიძლია… ოცდაათისთვის კი ქანცი გვწყდება, ვიღლებით და არაფრად ვვარგივართ!..” – (ავტორი გენია.ჯი)