ამონარიდები მარიო პიუზოს რომანიდან – „სიცილიელი”
„ახალგაზრდის თავმოყვარეობის შელახვას ძალზე საშიში შედეგი მოსდევს. შეიძლება, თავმოყვარეობა შეულახო შუახნის ადამიანს და ის ამას მშვიდად მიიღებს, რადგან ცხოვრებისაგან დარტყმებსა და შეურაცხყოფას მიჩვეულია. მაგრამ ახალგაზრდისათვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრებაში უხარვეზოდ არაფერი ხდება, მუდამ გამოჩნდება რაღაც მოულოდნელი”.
* * *
„ვისაც მინისტრების მოსყიდვა, მკვლელობების შეკვეთა, მაღაზია-ფაბრიკების მეპატრონეების დატერორება შეუძლია, იმას წერა-კითხვის ცოდნა არაფერში სჭირდება”.
* * *
„ქირურგი ბუნებით სადისტია”.
* * *
„ – გახსოვდეს, ჩვენი რწმენის უმტკიცესი საყრდენი სასწაულებია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – რთულ დროებაში ვცხოვრობთ, დაპირებული ცის სასუფეველი მეტისმეტად შორსაა”.
* * *
„მაინც რა ქარაფშუტა და თავდაჯერებულია ახალგაზრდობა”.
* * *
„საკუთარი უცოდველობის რწმენა ცბიერებაზე ბევრად საშიში რამაა”.
* * *
„ქრისტიანულ სიკეთეს გასამრჯელო არ სჭირდება”.
* * *
„ქაღალდზე ნაწერს ისტორიის შეცვლა შეუძლია, ცხოვრებისა კი – არა. ცხოვრება სულ სხვა ისტორიაა”. – (ავტორი გენია.ჯი)