ამონარიდები ჰერმან მელვილის რომანიდან – „მობი დიკი”
„რაც უფრო ხანგრძლივია ადამიანის სიცოცხლე, მით უფრო ნაკლებად მიმზიდველია მისთვის ყოველივე, რაც სიკვდილს მოაგონებს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„აბა რა არის გონებისათვის ხელმისაწვდომი ადამიანური საშინელებანი ღვთის მიუწვდომელ საშინელებებთან და სასწაულებთან შედარებით!”
* * *
„ადამიანის ყოველი ნამოქმედარი დასაღუპავად სწორედ იმიტომ არის განწირული, რომ დასრულებულად არის გამოცხადებული”.
* * *
„თავზეხელაღებული ადამიანი საქმეში ლაჩარზე სახიფათოა”.
* * *
„მხოლოდ დაუსაბამო ზღვის სივრცეში ცოცხლობს უმაღლესი ჭეშმარიტება, ღმერთივით უკიდეგანო და უსასრულო, და ამიტომ სჯობს მსბრბოლავ უსასრულობაში დაიღუპო, ვიდრე შერცხვენილი ზღვამ ნაპირზე გამოგაგდოს და სიცოცხლე გიწყალობოს. რადგან მატლივით საბრალოა იგი, ვინც შიშით გამოღოღდება ხმელეთზე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველაზე უფრო საოცარ ამბებზე ნაკლებად ლაპარაკობენ; ღრმა მოგონებათა ნაყოფი არ არის ეპიტაფია”.
* * *
„სიმამაცის წინა პირობა მოსალოდნელი საფრთხის ფხიზელი შეფასებაა”.
* * *
„ძილი რომ შეგიძლია კაცს, მხოლოდ იმისთვის ღირდა ამქვეყნად მოსვლა”.
* * *
„რაოდენ დიდიც უნდა იყოს ცალკეული ადამიანის ინტელექტუალური უპირატესობა, იგი მაინც ვერასოდეს შეძლებს სხვა ადამიანებზე რეალურ, ხელშესახებ ბატონობას, თუ თავი არ მოაჩვენა და სხვადასხვა თვალისახვევი ხრიკი არ იხმარა, რაც თავისთავად, მეტ-ნაკლებად, სიმდაბლე და საძაგლობაა”.
* * *
„მხოლოდ წვრილ ნაგებობას ასრულებს არქიტექტორი, ხოლო ჭეშმარიტად დიდი ნაგებობების დასრულება შთამომავალთა ვალია”. – (ავტორი გენია.ჯი)