ამონარიდები ჰერმან მელვილის რომანიდან – „მობი დიკი”
„განა არსებობს ადამიანი, ღმერთის სიკვდილს შესწრებოდეს?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ამ ქვეყანაზე, ძმანო, ცოდვა-ბრალი, თუ გზის ფული აქვს, თავისუფლად დადის და არც მოხმობა სჭირდება, მაშინ, როდესაც სათნოებას, თუ ღარიბ-ღატაკია, პირველსავე საგუშაგოზე აკავებენ”.
* * *
„ვაი მას, ვისაც მიწიერი ამბები ღვთაებრივ მოვალეობას გადაავიწყებს! ვაი მას, ვინც ზღვის დაწყნარებას შეეცდება მაშინ, როცა ღვთის ბრძანებით ქარიშხალი უნდა ამოვარდეს! ვაი მას, ვინც პირმოთნეობას ესწრაფვის და არა მხილებას! ვაი მას, ვისაც სახელი სათნოებას ურჩევნია! ვაი მას, ვინც ქვეყანაზე შერისხვას გაურბის! ვაი მას, ვინც ჭეშმარიტებას განუდგება, თუნდაც სიცრუეში იყოს ხორციელი ხსნა და გადარჩენა! დიახ, როგორც დიდი მესაჭე პავლე ამბობდა, ვაი მას, ვინც სხვას უქადაგებს და თვით კი უღირსად რჩება!”
* * *
„ – რას ნიშნავს ღვთის თაყვანისცემა? მისი ნების აღსრულებას, ხომ? ღვთის ნება რაღაა? ჩემს მოყვასს ისე მოვექცე, როგორც მე მსურს, რომ მომექცეს, – აი, რა არის ნება ღვთისა”.
* * *
„ამბობენ, ცოლ-ქმარი ერთმანეთს გულს ყველაზე უფრო საწოლში გადაუშლის ხოლმე, ხოლო ხანში რომ შევლენ, ხშირად გათენებამდე წვანან და წარსულს იხსენებენო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამ ქვეყანაზე არ არის თვისება, რომელსაც უკონტრასოდ არსებობა შეეძლოს. დამოუკიდებლად არაფერი არსებობს”.
* * *
„თბილი საძინებელი ოთახი ერთი ის მდიდრული უხერხულობაა, რომელსაც შეძლებულნი ითმენენ”.
* * *
„ამ ქვეყანაზე ბოროტებას ყველა მერიდიანზე მოუდგამს ფეხი”.
* * *
„გახსოვდეთ: ის, რასაც უფალი ელის ჩვენგან, მძიმეა აღსასრულებლად”.
* * *
„აუღელვებლობა მაღალი წრის ადამიანის ბადალი თვისებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)