ამონარიდები ემილი ბრონტეს რომანიდან – „ქარიშხლიანი უღელტეხილი”
„თუკი ღმერთი თქვენს მტრებს განსაცდელს არგუნებს, ეს თქვენთვისაც საკმარისი უნდა იყოს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როდესაც უფალი სატკივარს არგუნებს ადამიანს, სულმდაბლობა და კადნიერებაა, თავადაც დაუმატო კიდევ!”
* * *
„ზოგჯერ ისეთი ადამიანიც გვებრალება, რომელმაც არც სხვისი შებრალება იცის და არც საკუთარი თავისა”.
* * *
„ღალატი და ძალადობა ორივე მხრიდან პირწამახული მახვილია: ვინც მას გამოიყენებს, თვითონ უფრო დაზარალდება, ვიდრე მტერი”.
* * *
„ზედმეტი თავაზიანობა საქმეს კი არ რგებს, არამედ წაახდენს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეს ქვეყანა ხომ არა ღირს იმად, რომ კაცმა იცხოვროს”.
* * *
„მიცვალებულის დანატოვარი ყოველთვის გვეძვირფასება, თუკი სიცოცხლეში ვაფასებდით”.
* * *
„ნებისმიერ სულელს მაცდური უბიძგებს, რომ საკუთარ თავზე ცუდი მოისმინოს”.
* * *
„პატიოსანი ხალხი წარსულს არ მალავს”.
* * *
„რა საშინელებაა, როდესაც გაავებული სახეებით გარშემორტყმული ეგებები სიკვდილს!” – (ავტორი გენია.ჯი)