ამონარიდები აგათა კრისტის რომანიდან – „და აღარავინ დარჩა”
„როცა შენს თავზე დამოკლეს მახვილია აღმართული, სენტიმენტებისთვის აღარ გცალია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არსებობს კანონისათვის მიუღწეველი დანაშაულები”.
* * *
„შეშლილს მრავალი უპირატესობა აქვს ნორმალურ ადამიანთან შედარებით”.
* * *
„ვიღაცას ხომ უნდა ენდო, ადამიანი?!”
* * *
„სიფრთხილე საუკეთესო იარაღია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ შეიძლება ვინმე ეჭვისგან თავისუფალი იყოს მანამ, სანამ მისი უდანაშაულობა არ დამტკიცდება”.
* * *
„უნდა გვახსოვდეს, რომ გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანები ხშირად განსაკუთრებული ფიზიკური ძალით გამოირჩევიან”.
* * *
„პოლიციელი კანონის მსახურია და თუნდაც მხოლოდ ამიტომ შეუბღალავი რეპუტაციის ადამიანი უნდა იყოს”.
* * *
„არის ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც დამნაშავეს პასუხისგებაში ვერ მისცემ”.
* * *
„ – თქვენ არ გჯერათ, რომ ცოდვილს უფლის რისხვა დაატყდება თავს? მე მჯერა”. – (ავტორი გენია.ჯი)