ამონარიდები ალფრედ დობლინის რომანიდან – „ბერლინი, ალექსანდერპლაცი”

„აბა, ვინ ჩახედავს ადამიანებს სულში? ჭასავით ღრმაა და ბნელი ადამიანის სული… და ვინმემ რომც ჩახედოს, რას არგებს?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ამ ცხოვრებას თვალი არ უნდა მოუხუჭო, ფხიზლად უნდა იყო”.

* * *

„რაც უნდა თქვა, ხელი თუ არ გაანძრიე, თავისით არაფერი მოგერთმევა. დიახ, თავისით არაფერი მოგერთმევა, მართლაც ასეა, ამას თუნდაც ბიბლიაზე დავიფიცებ!”

* * *

„ვიღაც ჯალათია, ვიღაც მსხვერპლი. აქ სიკვდილ-სიცოცხლე ერთმანეთის გვერდით არსებობს”.

* * *

„მიდი და იცხოვრე პატიოსნად, როცა თავს მხოლოდ არამზადები, ნამუსგარეცხილები და უნამუსოები გახვევია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სასამართლოზე უფრო მკაცრი მსაჯული ნუ იქნები!”

* * *

„ბედნიერება მხოლოდ ოქროში არ არის”.

 

კომენტარის დატოვება