ამონარიდები ჯონ გოლზუორთის რომანიდან – „ფორსაიტების საგა”
„ყველამ თავისი მოვალეობა შეასრულოს და ყველაფერი კარგად იქნება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნურაფერს გაუშვებ, რისი დაკავებაც კი შეგიძლია. რადგან თუ ერთხელ წავიდა, მორჩა, უკან ვეღარ დააბრუნებ”.
* * *
„ყველაფერი კვდება, ყველაფერი იცვლება, არც ერთი ჩვენგანი… არც ერთი ჩვენგანი არ არის უკვდავი!..”
* * *
„სახელი კაცისთვის თვალისჩინივით ძვირფასია”.
* * *
„საკუთრება თვითონ არის კანონი!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა კაცი რამეს მტკიცედ ამბობს, თანაც ისეთი კაცი, ვისთვისაც, აშკარად ეტყობა, ეს სიტყვები მსხვერპლის გაღებასავით არის, ამას განსაკუთრებული ფასი და მნიშვნელობა ენიჭება”.
* * *
„ – რაც შეეხება კანონს, იგი ადამიანის საკეთილდღეოთ არის მოგონილი, ოღონდ ისე, რომ ადამიანისავე ბუნებაზე მეტისმეტად დაბალი წარმოდგენა აქვს”.
* * *
„სიყვარულის მეტს ან კი რას აქვს ქვეყნად აზრი!”
* * *
„ვინ იცის, რას გააკეთებს კუთხეში მიჩიხული, განწირული ქალი!”
* * *
„ცხვირის იქ შეჩრა, სადაც არ გეპატიჟებიან და გაიძვერული ხრიკების დატრიალება, რათა ხალხს თავზე წამოაჯდე, ბინძური და უკადრისი საქმეა”. – (ავტორი გენია.ჯი)