ამონარიდები ლევ ტოლსტოის რომანიდან – „აღდგომა”

„ – სამოთხეზე უარს როგორ ვიტყოდი, მაგრამ ცოდვები არ მიშვებს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მდიდრებისთვის ყველაფერი შეიძლება”.

* * *

„იმისათვის, რომ იმოქმედოს, ყოველი ადამიანისათვის აუცილებელია, თავისი საქმიანობა მნიშვნელოვნად და კარგად მიაჩნდეს. ამიტომ, როგორ მდგომარეობაშიც უნდა იმყოფებოდეს ადამიანი, იგი უსათუოდ შეიქმნის ცხოვრებაზე ისეთ აზრს, რომ საკუთარი საქმიანობა მნიშვნელოვნად და კარგად მოეჩვენება”.

* * *

„ჩვეულებრივ, ფიქრობენ, რომ ქურდი, მკვლელი, ჯაშუში ან მეძავი აღიარებს, რომ ცუდ საქმიანობას მისდევს, მას კიდეც უნდა შერცხვეს მისი. არადა, სრულიად საპირისპირო რამ ხდება. ბედის, საკუთარი ცოდვებისა და შეცდომების გამო გარკვეულ მოდგომარეობაში მყოფი ადამიანები, როგორი მცდარიც უნდა იყოს ეს, ცხოვრებაზე ისეთ აზრს იქმნიან, რომელშიც თავიანთი ადგილი მნიშვნელოვნად და კარგად წარმოუდგებათ. ამგვარი შეხედულების შესანარჩუნებლად ისინი ინსტიქტურად იმ წრესთან ურთიერთობენ, რომელიც აღიარებს მათ მიერ ჩამოყალიბებულ აზრს ცხოვრებისა და მასში საკუთარი ადგილის შესახებ. ქურდები თავიანთი სიმარჯვით ტრაბახობენ, მეძავები – გარყვნილებით, მკვლელები – სისასტიკით. ჩვენ ეს გვაოცებს, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ადამიანების წრე, გარემო, შეზღუდულია და, რაც მთავარია, მის გარეთ ვიმყოფებით. მაგრამ განა სხვებიც ასევე არ იქცევიან? მდიდრებს სიმდიდრით, ანუ ძარცვით მოაქვთ თავი, მხედართმთვრებს – გამარჯვებით, ანუ მკვლელობებით, მბრძანებლებს – ძლევამოსილებით, ანუ ძალადობით. ჩვენ მათში საკუთარი მდგომარეობის გასამართლებლად ცხოვრების, სიკეთისა და ბოროტების ცნებების გაუკუღმართებას მხოლოდ იმიტომ ვერ ვხედავთ, რომ ასეთი გაუკუღმართებული ცნებების მქონე ადამიანების წრე უფრო დიდია და ჩვენც მას ვეკუთვნით”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ის მღვდლები, რომლებსაც წარმოუდგენიათ, თითქოს პურისა და ღვინოს სახით ქრისტეს ხორცს ჭამენს და ქრისტეს სისხლს სვამენ, მართლაც ჭამენ ქრისტეს ხორცს და სვამენ ქრისტეს სისხლს, ოღონდ არა პურისა და ღვინის სახით, არამედ იმით, რომ თან აცდუნებენ „იმ მდაბალთ”, რომლებთანაც აიგივებდა თავს ქრისტე, თან უდიდეს სიკეთესაც ართმევენ და უსასტიკესადაც აწამებენ, როდესაც ადამიანებს მის მიერ მათთვის მოტანილი სიკეთის შესახებ არაფერს ეუბნებიან”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>