ამონარიდები ალფრედ დობლინის რომანიდან – „ბერლინი, ალექსანდერპლაცი”
„ – ამხანაგებო, ყველა არჩევნების წინ ერთსა და იმავეს ამბობენ: აი, ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდაც მოინდომეთ, ჩვენს კანდიდატებს შინაც და სამსახურშიც აგიტაცია გაუწიეთ, ხუთი ხმა მოგვიტანეთ, ათი, თხუთმეტი და ასე შემდეგ, და ნახავთ, რა საამურ ცხოვრებას შეგიქმნით. როგორ არა! ჯიბე ფართოდ გასწიეთ, რომ დაპირებული სიკეთე შიგ საიმედოდ შეინახოთ. ბრმები ხართ, წრეზე გატარებენ და გგონიათ, წინ მიდიხართ! სინამდვილეში არაფერი იცვლება!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგჯერ გულის წასვლა სიკვდილს ჰგავს. ასე ვთქვათ, გენერალური რეპეტიციაა”.
* * *
„ერთობ ვერაგია კაცის გული და ცოდვებით სავსე: ვინ შეიცნობს!”
* * *
„ – ამ ქვეყნად სამართალი არ არსებობს? პირდაპირ გეტყვით, – ჯერჯერობით არა”.
* * *
„დაწყევლილია ის კაცი, რომელიც ადამიანების იმედად არის და მხოლოდ ხორცზე ზრუნავს, ხოლო გული მისი ღვთისგან შორსაა. იგი დაემსგავსება უდაბნოში ობლად ამოსულ მანანას ბუჩქს და ვერ იხილავს სიკეთეს, როცა მოვა. მარად დარჩება უნაყოფო, თაკარა მზით დამწვარ უდაბნოში და სამუდამოდ იქ დაიდებს ბინას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მუჭში დაგროვებული წყლის წვეთებივით მისდევენ დღეები ერთმანეთს და უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებ, ცხოვრება ხელში ისე შემოგადნება”.
* * *
„ღმერთმა იცის, რაზე და რას აღარ ფიქრობს ადამიანი”.
* * *
„არსებობენ აუღელვებელი ადამიანები, ისინი ძალიან იშვიათად გვხვდებიან, მაგრამ არიან”.
* * *
„ამ ცხოვრებაში ბევრი რამ არის კომიკური”.
* * *
„გონიერ ადამიანებს მხოლოდ ქაღალდზე დაჩხაპნილი თავისუფლება არ სჭირდებათ. აბა, ერთი კონსტიტუციით მონიჭებული უფლების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება სცადეთ, წესრიგის დამცველი მაშინვე თქვენს გვერდით გაჩნდება და ბახ, ხელკეტს ჩაგცხებს”. – (ავტორი გენია.ჯი)