ამონარიდები უოლტერ სკოტის რომანიდან – „აივენჰო”
„ბებერი ხე გახმეს, თუ გახმება, ოღონდ კი ნორჩმა იხაროს და ტყე გადარჩეს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ მარტო იმისთვის კითხულობ საღვთო წერილსა და წიდათა ცხოვრებას, რომ მერე საკუთარი თავაშვებულება და გარყვნილება გაამართლო, მაშინ იმ ბოროტმოქმედს ემგვანები, რომელიც სიცოცხლის მომნიჭებელ და სასარგებლო ყვავილთაგან მხოლოდ შხამს იღებს”.
* * *
„პატივმოყვარეობა – ეგ ისეთი ცდუნებაა, რაც ზეცის სასუფეველსაც კი შეარყევს”.
* * *
„ვინც სიკვდილს შეხვდება წარბშეუხრელად, იმას ყველაფერი შეუძლია გააკეთოს!..”
* * *
„სიბერისთვის უცხოა სიამოვნება, დამჭკნარი სახე აღარავის იზიდავს, შურისძიებაც თანდათანობით უძლურ წყევლას უთმობს ადგილს. მერე სინდისის ქენჯნა მოდის ხოლმე და გველივით გწოვს გულს, წარსულის მოგონებებს ფუჭი სინანული ღრნის, მომავლის იმედებს – განწირულება… და როცა ძლიერი ვნებათაღელვანი სულ გაქრებიან, ჩვენ ჯოჯოხეთში ჩავარდნილ ეშმაკებს ვემსგავსებით – სინდისის ქენჯნას ვგრძნობთ, მონანიებას კი – აღარასოდეს…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხელებს რომ შეუკრავენ კაცს, ენას წაიგდებს ხოლმე…”
* * *
„ქალი, რომელსაც სიკვდილი ურჩევნია შერცხვენას, ამაყი და სულდიდი ქმნილებაა!”
* * *
„ყოველი დანაშაული იდუმალებით იმოსება ხოლმე”.
* * *
„ხშირად დიდი საშიშროების დროს უფრო ამჟღავნებს ადამიანი თავის გულითადობასა და სიყვარულს”.
* * *
„ეჭვს სიმდიდრე და პატივმოყვარეობაც ისევე აღძრავს, როგორც სიყვარული”. – (ავტორი გენია.ჯი)