ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – ამხანაგებო! ღმერთს არ გაუჩენია არც ბატონი, არც ყმა, არც მონა, არც მდიდარი და არც ღარიბი. ყველა ეს ჩვენი გაჩენილია, ყველა ეს ჩვენი უგუნურობის ნაშობია…” – სოფრომ მგალობლიშვილი (და შეჰფიცეს) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანს კეთილდღეობა ზემოდან ეძლევა”. – ალფრედ დობლინი (ბერლინი ალექსანდერპლაცი)
* * *
„მტერი ნუ გამოგვიჩნდება, ჩემო ზურაბ, თორე ხანჯალიც გაგიჩნდება და თოფიცა”. – სოფრომ მგალობლიშვილი (ცვრევაზე)
* * *
„ცის სიმშვენიერით მხოლოდ დამშვიდებულის კაცის ოცნებას შეუძლიან ისარგებლოს”. – ეკატერინე გაბაშვილი (სურათი)
* * *
„ – აი ესა ვართ ქართველები, ჩემო აპოლოს! ერთმანეთისათვის პირში სული გვშურს, ერთმანეთს პირიდან ლუკმას ვაცლით”. – სოფრომ მგალობლიშვილი (წითელი სარჩული) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მოხუცებს ერთი სული გვაქვს, ვინმემ გვთხოვოს, ისაუბრეო და მაშინ ვეღარაფერი შეგვაჩერებს”. – რეი ბრედბერი (ბაბუაწვერას ღვინო)
* * *
„ – ყველაფერი სწავლით არის”. – სოფრომ მგალობლიშვილი (ცვრევაზე)
* * *
„ქართველ კაცს ლხინით უყვარს რთველი. ის ყოველთვის ახალი ღვინის კეთებას ძველი ღვინით შეზარხოზებული შეუდგება ხოლმე”. – ეკატერინე გაბაშვილი (სურათი)
* * *
„ლამაზ ქალს ათასი საფრთხე სდევს, ცხრაკლიტურში რო გყავდეს, იქაც გაიგებენ”. – სოფრომ მგალობლიშვილი (ცვრევაზე)
* * *
„ცხოვრება კიბეა, მასზე ადამიანი ხან ადის, ხან ჩამოდის”. – ალფრედ დობლინი – (ბერლინი ალექსანდერპლაცი) – (ავტორი გენია.ჯი)