ამონარიდები რეი ბრედბერის რომანიდან – „ბაბუაწვერას ღვინო”
„იფხიზლეთ, რათა თითოეული წამი დაიმახსოვროთ! ყველაფერი, რისი დამახსოვრებაც ღირს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა ჩვიდმეტი წლის ხარ, მაშინ ყველაფერი იცი. და თუკი ოცდაშვიდი წლის ასაკშიც ყველაფერი იცი, ესე იგი, ისევ ჩვიდმეტი წლისა დარჩი”.
* * *
„მოხუცების პრივილეგია სწორედ ის არის, რომ ყოვლისმცოდნეობის შთაბეჭდილებას ქმნიან, მაგრამ ესეც ისეთივე თამაშია, როგორიც ნებისმიერი სხვა როლი, რომელსაც ვთამაშობთ”.
* * *
„ქალი არასოდესაა დაზღვეული ჭორებისაგან, თუნდაც ოთხმოცდათხუთმეტი წლის იყოს”.
* * *
„ომში არავინ არის მოგებული”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დრო უცნაური რამაა, სიცოცხლე კი – კიდევ უფრო გამოუცნობი”.
* * *
„ – ზოგჯერ მგონია, ადამიანები თავად არჩევენ სიკვდილს”.
* * *
„სიკეთე და სიბრძნე სიბერის უპირატესობაა!”
* * *
„სწორედ სულია სიყვარულის საზომი, თუმცა, სხეული მას ძალზე ხშირად არ ცნობს”.
* * *
„სიკეთე საბოლოოდ მაინც იმარჯვებს”. – (ავტორი გენია.ჯი)