ამონარიდები ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობებიდან…

„ოჰ, თვალებო, რად სჯობნით ყოველთვის დედაკაცის გონებას, რად არჩევინებთ იმას, რაც დამღუპველია და რად ათქმევინებთ უარს იმაზე, რაც შემრგოა და ბედნიერების უტყუარი თავდები”. – (გამარჯვებული ნიკო) – (ავტორი გენია.ჯი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უსამართლობა კაცს მთასაც შეაბრძოლებს”. – (რომანი დიდ-ხევაში)

* * *

„ზოგჯერ კანონი ფრიად სასტიკია და ყოველის გაჭირვების მიუხედავად თავისას თხოულობს”. – (მშიერაძის ოჯახი)

* * *

„ – ოჰ, ღმერთო! რად გააჩინე ღარიბი ადამიანი ქვეყანაზედ!” – (გამარჯვებული ნიკო)

* * *

„ბუნება თითქოს არ ყაბულობს, რომ კაცი დიდი ხნით სრული ბედნიერი იყოს”. – (რომანი დიდ-ხევაში) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყველას თავისებურად ესმის სიცოცხლე”. – (გამარჯვებული ნიკო) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„შიმშილ-წყურვილმა დასძლია ზნეობითს ძალას. იმან დაავიწყა ადამიანს ყველაფერი, გარდა თავისი მუცლისა”. – (კონა)

* * *

„ყოველი კაცი მოვალეა აასრულოს თავისი მოვალეობა”. – (გამარჯვებული ნიკო)

* * *

„თუ კაცს გულში ჯავრი აქვს რამე, საქმე აღარ აგონდება”. – (რომანი დიდ-ხევაში)

* * *

„ყოველი დანაშაული დასჯილი უნდა იყოს. ასე ამბობს, მე მგონი, ცხოვრების ფილოსოფია”. – (გამარჯვებული ნიკო) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება