ამონარიდები ლევან გოთუას ისტორიული რომანიდან – „გმირთა ვარამი”
„ქალისათვის სილამაზე ბედნიერი, მაგრამ სახიფათო სამკაულია!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„პირველი სიბრძნე მოთმინებაა! მერმე კი – ბრძნულად ქმნილი!”
* * *
„საქმეს მცდელობა უყვარს. არც დროზე ვარგა, მაგრამ… დროზე გვიან – უარესია”.
* * *
„ასეთია ადამიანი – გულით თავისი უყვარს, სხვისას კი ეძებს – ეტანება!”
* * *
„სიყვარულიც ბრძნული უნდა, უგნური სიყვარული არც დედას არ ეპატიება!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – უფ, ერთობლივ საქართველოს მიწის სურნელი ასდის და ნუთუ იმიტომ არის ასე ბადაგივით, რომ უხვი სისხლით არის შეჯერებული”.
* * *
„სიტყვა ბეღურა კი არ არის, სიბრძნეა!”
* * *
„ზაზა დიდხანს უმზერდა ვარსკვლავებით მოჭედილ კახეთის ცას და თავადაც ცას ეწეოდა სიხარულით. თავქვეშ ჩანთა ედო, შიგ ხელს უფათურებდა ხშირ-ხშირად. იქ იყო მისი უახლოესი მეგობარი, მესაიდუმლე და შემწე, უცხოობაში ნაქონი და ნატარი „უბის საქართველო” – სიტყვის კონა”.
* * *
„რაც არ იცი, იმაზე ნუ იმსჯელებ”.
* * *
„ – ამ სასმისით ახლა ჩაღვინებულ ქვევრებს გაუმარჯოს… ეგენიც ხომ ადამიანებივით არიან… ჩავასხამთ – გვასმევენ, მოვუვლით – გვალხენენ! ქორწილსაც ეგენი იხდიან და მიცვალებულსაც ეგენი ჭირისუფლობენ… სუსტს ძალას ჰმატებენ და უბედურს აბედნიერებენ!” – (ავტორი გენია.ჯი)