ამონარიდები ანა ანტონოვსკაიას რომანიდან – „დიდი მოურავი”
„ორი რამ არასოდეს არ კვდება ადამიანის გულში – სიძულვილი და სიყვარული. მანამ ეს გრძნობები ცოცხალია, სხვა სურვილიც არ კვდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უნდა იცოდე, რამდენი მტერი გყავს ზურგს უკან”.
* * *
„ – ეშმაკმა ძალიან კარგად იცის თავისი საქმე”.
* * *
„ნათქვამია: ბედნიერების წყაროს მხოლოდ სულელი შორდებაო”.
* * *
„ – ზოგჯერ პატარას მეტი ვნება მოაქვს, ვიდრე დიდს. მარტორქა ძალიან დიდი არ არის, მაგრამ ასეთი თვისება აქვს: შეუმჩნევლად მიეპარება სპილოს და შუბივით აჰკრავს რქას, მუცელს გაუფატრავს. მერე ზურგზე შეიგდებს და დადის. დადის მარტორქა ერთ დღეს, ერთ წელიწადს, თავს იქნევს, ხტუნავს, მაგრამ მკვდარ სპილოს მაინც არა სურს ჩამოხდომა. აი, ხალხნო, ზოგჯერ მკვდარი ცოცხალზე უფრო ძლიერია. ნელ-ნელა წვეთავს გაფატრული მუცლიდან მყრალი ქონი და თვალებს უწებავს მარტორქას, გარშემო ჭიანჭველები დაფუსფუსებენ, იცინიან, მარტორქა კი უძლურია და ჭიანჭველათა სიცილში სამარცხვინოდ ხდება სული”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მეფენი ფარულ ხვრელებს მეგობრებსაც კი არ უჩვენებენ”.
* * *
„ღმერთი ცისათვის, კაცი მიწისათვის”.
* * *
„აი, ჩვენ ბევრ რამეს ვგმობთ, ბევრ რამეს ვაქებთ, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვხედავთ, თუ არ გვინდა გავიგოთ, რაც სიმართლის მაძიებელთ აღელვებს”.
* * *
„ცხოვრებას ბნელი მხარეებიც ახლავს”.
* * *
„ნათქვამია: ნოყიერ მიწაში ჯოხიც კი ჰყვავისო”. – (ავტორი გენია.ჯი)