ამონარიდები ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანიდან – „ნაზია ღამე”
„ხშირად მთვრალ მამაკაცს საკვირველი პატივისცემით ვექცევით ხოლმე, ისე, გიჟებს რომ ექცევიან ზოგიერთები, შიშით კი არა, უფრო რიდით. არის რაღაცა იმ კაცში, ვინც თავს ვეღარ ერევა და ყველაფერზე მიდის, რაღაც, რაც რიდსა და მოკრძალებულ შიშს გვინერგავს; მერე და მერე, რა თქმა უნდა, არ შევარჩენთ და ვაზღვევინებთ ხოლმე ამ უპირატესობას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სილამაზის ერთი თვისება ისიც არის, რომ გამოავლენს, რაც რამ კარგია ამ სილამაზით მოხიბლულ კაცში”.
* * *
„შეიძლება მთლად ახალთახალი არ იყოს, მაგრამ დაჭმუჭნილი პერანგი არ უნდა ჩაიცვა კაცმა”.
* * *
„თითქმის ყველას გვაქვს ისეთი ხანა ცხოვრებაში, როცა გმირი გვგონია თავი”.
* * *
„ – იცი, ზოგჯერ მგონია, რომ მთავარია სიყვარული, იგია ყოვლისშემძლე, ან, თუ არ არის, უნდა იყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ არ მიხვედი ცხოვრებასთან, მერე ვერც განზე გაუდგები”.
* * *
„კაცმა უნდა თავისი საქმე იცოდეს კარგად, და თუ არ იცის, სხვებივითაა”.
* * *
„არსებობისთვის ბრძოლაში ქალს ყველაფერი ეხერხება და მამაკაცისგან განსხვავებით, ძნელად რომ „სისასტიკე” დააბრალო”.
* * *
„ურთიერთობა ერთ ადგილზე ვერ იარსებებს, უნდა გაგრძელდეს ან თუ არა და თანდათან უკან უნდა იხევდეს”.
* * *
„ხშირად იმათ არ თანავუგრძნობთ, ვისაც სწყურია თანაგრძნობა, და იმათ კი ვწყალობთ, ვინც სხვადასხვა გზით ახერხებს, თავი შეგვაბრალოს”. – (ავტორი გენია.ჯი)