ამონარიდები ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანიდან – „ნაზია ღამე”
„ხდება ხოლმე, არაფრით გამოირჩევა ესა თუ ის დღე, გუშინდელი სიხარულის ხვალინდელში გადასვლა თუ გგონია მხოლოდ, არადა, სწორედ მაშინ ყოფილხარ თურმე ბედნიერი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ტკივილი არ უნდა მიაყენო სხვას”.
* * *
„მამაკაცი ქალის წინაშე ხშირად ახერხებს უმწეო ბავშვის როლის თამაშს, მაგრამ ამას ყველაზე ძნელად მაშინ აღწევს, როცა მართლა უმწეო ბავშვივით არის ხოლმე”.
* * *
„ისე ჩანს, თითქოს ულმობლობა საჭიროა. ყველა კარგი ხალხი ულმობელია თავისი თავისადმი”.
* * *
„თუ ბრძოლა და გმირობაა, იმათთვის მაინც იბრძოლოს კაცმა, ვის მხარეზეც სიმართლეა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ შეიძლება ადამიანს თავისი მორალური კოდექსი არ ჰქონდეს”.
* * *
„საოცარია, ზოგჯერ ისე უცნაურად მოხდება ხოლმე ყველაფერი”.
* * *
„მომაკვდავთა სარეცელთან ფხიზლობა, ვაი რომ, ღლის ადამიანს”.
* * *
„ქალს არაფერი არ უნდა უთხრა თავის დრომდე”.
* * *
„რა ადვილია, როცა ვინმეს უყვარხარ, მაგრამ როცა გიყვარს – რა გაუსაძლისი!” – (ავტორი გენია.ჯი)