ამონარიდები გურამ დოჩანაშვილის მოთხრობებიდან…
„ – ადამიანთა სენია, კარგზე მეტად რომ ცუდი შეგნიშნონ”. – (ორნი აქა-იქ) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს, რაა კარგი და ცუდი, ანდა მართალი და არასწორი”. – (იქამდე)
* * *
„შენ თუ არ გაუფრთხილდი შენს ნერვებს, სხვა კი ვერ მოუვლის”. – (ნაბიჯი)
* * *
„თვალი მაინც უცნაური რამაა”. – (მხიარული ბორცვი)
* * *
„ყველაფერი შეიძლება ეპატიოს ადამიანს, სიტყვით მრუშობის გარდა”. – (ორნი აქა-იქ) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რამდენჯერ გვსმენია კეთილი გულით ნათქვამი: „ეეჰ, იმას პატრონი რომ ჰყოლოდა… რამდენს მიაღწევდა?!” – (ნაბიჯი)
* * *
„ – ჩვენ გადაშენება არ გვიწერია, შვილო. გადაშენება და გადაჯიშებაც იმათი ხვედრია, ვისაც ბევრი არაფერი აქვთ დასაკარგი და, ბუნებრივია, რაც არ გააჩნიათ, იმას ვერ ებღაუჭებიან ხოლმე”. – (ორი აქა-იქ)
* * *
„მარადძლიერი სიყვარული დაფარული უნდა იყოს, როგორც ზღვათა ფსკერზე ნიჟარაში ჩაკირული მარგალიტი”. – (მხიარული ბორცვი)
* * *
„ – ბევრი გვყოლია უღირსი, შვილო. მოღალატეები, გამყიდვლები, სხვისა ჯიბისა თუ დიდების მასუქებლები, სხვისა ჩინ-მენდლების გაფაციცებით მაძიებელნი, ერთმანეთს ვყიდდით, მტერთანაც ბევრი გვილაქუცნია, მაგრამ იცოდე – საქართველოში რაღაცა ცუდი თუმც ყოველ მოსახვევშია, კარგი – მის ყოველ ცდაშია, შვილო”. – (ორნი აქა-იქ)
* * *
„ – ეჰ, სიყვარული აღარ არსებობს, ეჰ სიყვარულზედ აღარ სტირიან”. – (იქამდე) – (ავტორი გენია.ჯი)