ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„როდესაც ორდენებით მკერდდამშვენებულ კაცს ვხედავ, ვფიქრობ, ნეტავ, რამდენი საშინელების ჩადენის საფასურად მოიპოვა ეს ორდენები-მეთქი”. – რიუნოსკე აკუტაგავა (გენერალი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანებს შეუძლიათ, უსიტყვოდ მიხვდნენ ყველაფერს. ამას მაშინ ვხვდებით, როცა ვბერდებით”. – ვირჯინია ვულფი (მისის დოლოვეი)
* * *
„ჩემი შეხედულებით, სხვა ხალხზე ზემოქმედება შეუძლია მხოლოდ იმას, ვისაც აქვს უმაღლესი განვითარება”. – ლევ ტოლსტოი (ანა კარენინა)
* * *
„იყავით ლმობიერი და მიმტევებელი, მაშინ ნახავთ, რა საინტერესო იქნება თქვენი ცხოვრება”. – ალექსანდრე დიუმა (სამი მუშკეტერი)
* * *
„გაიძვერული ხერხების დატრიალება, რათა ხალხს თავზე წამოაჯდე, ბინძური და უკადრისი საქმეა”. – ჯონ გოლზუორთი (ფორსაიტების საგა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იმასაც ამბობენ, რაც უფრო გვიან მიმიბარა მიწამაო, წუთისოფელმა მით მეტი მაწამაო”. – ლევ ტოლსტოი (ანა კარენინა)
* * *
„სიყვარული თანასწორობას ქმნის, მაგრამ არ გულისხმობს მას”. – სტენდალი (წითელი და შავი)
* * *
„ცრუმორწმუნეობა ხშირად იმედებს აღვიძებს”. – ონორე დე ბალზაკი (შაგრენის ტყავი)
* * *
„რა სევდიანია ცხოვრება, რა ძნელია, რომ შეასრულო მოვალეობა, არ შეხვდე, არ დაურეკო, არ წახვიდე იქ, საითკენაც გული მიგიწევს…” – ვლადიმერ ნაბოკოვი (ლუჟინის დაცვა)
* * *
„ძალიან ძნელია სხვაზე დამოკიდებული ცხოვრება”. – ლევ ტოლსტოი (ანა კარენინა)