ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”

„რაც არ უნდა მართალი იყო, შენს სიმართლეს პურივით ყველას ვერ გაუნაწილებ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„შეცდომის მიმართ ადამიანი უმთავრესად ბრმაა, მაგრამ თუკი აღმოაჩენს მას, ერთ სიამოვნებად ესეც ეყოფა და თითქოს მაშინვე გაუნახევრდება ამ შეცდომის მიზეზით თავს დატეხილი უბედურება”.

* * *

„სიკვდილ-სიცოცხლე მკაცრად დაცული მონაცვლეობაა და მეტი არაფერი”.

* * *

„მთლიანად არც ერთი ქალი არ ნებდება მამაკაცს. მას ყოველთვის რჩება პატარა, ხელშეუხებელი, შეუვალი მიწა, სადაც მისი დამარცხება არავითარ ძალას არ შეუძლია”.

* * *

„ყველა თავის ადგილზე დაეტიოს”.

* * *

„განა ადამიანი ბევრით განსხვავდება ჩიტისაგან, ან სხვა, რომელიც გნებავთ, ცხოველისაგან? მასაც ხომ გუმანი წარმართავს, ხოლო გონება იმ ცხოვრების შესაფასებლად სჭირდება, რომლის დაბრუნება, გამეორება, ანდა შესწორება უკვე ყოვლად შეუძლებელია”. – (ავტოი გენია.ჯი)

* * *

„კაცი ცოლითაა ამაყიცა და ბედნიერიც”.

* * *

„ნათქვამია, ქებას ნახვა სჯობიაო”

კომენტარის დატოვება