ამონარიდები მარიო პიუზოს რომანიდან – „ნათლია”

„მადლიერების გრძნობას დრო სილამაზეზე უფრო სწრაფად აჭკნობს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რაღა ადამიანები ვიქნებოდით, გონება რომ არ გვიჭრიდეს. მაშინ ველურ მხეცებს დავემსგავსებოდით, ჯუნგლებში რომ დაძრწიან, მაგრამ ჩვენ ხომ განსჯის უნარს ვფლობთ, შეგვიძლია, ერთმანეთსა და საკუთარ თავსაც რჩევა ვკითხოთ”.

* * *

„ადამიანისთვის ყველა პროფესია საპატიოა, რაც კი საუკუნეების განმავლობაში მას ლუკმაპურს აჭმევს”.

* * *

„ – არაფერი ისე არ მეზარება, როგორც სიცოცხლისადმი უგულისყურო დამოკიდებულება. ქალსა და ბავშვს კიდევ შეიძლება ჰქონდეთ ამგვარი დამოკიდებულება, მაგრამ კაცს ეს არ ეკადრება”.

* * *

„ქმრისა და ცოლის ურთიერთობაში თვით იტალიის მეფეც კი ვერ ჩაერევა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბოლოს და ბოლოს, ყველას თავისი სისუსტე აქვს”.

* * *

„ – ერთხელ ცხოვრებაში შეცდომას ყველა უშვებს. მე ჩემი უკვე დავუშვი”.

* * *

„გააკეთე, რაც გასაკეთებელია”.

* * *

„ადამიანს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი გზა აქვს დაწერილი”.

* * *

„სადამდე მივა სამყარო, თუკი ადამიანები უგუნურ მტრობას არასოდეს მოიშლიან?” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება