ამონარიდები ჟორჟი ამადუს რომანიდან – „დონია ფლორი და მისი ორი ქმარი”
„ – ულამაზოა! მერე და ამას რა მნიშვნელობა აქვს? შე სულელო, მამაკაცის სილამაზე გარეგნობაში კი არა, ხასიათში, საზოგადოებრივ მდგომარეობაში, სიმდიდრეში უნდა ეძიო. გინახავს ოდესმე მდიდარი კაცი ულამაზო?” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კიდევ ბოგინობენ ამქვეყნად ისეთი საზიზღრები, ყოველგვარ სისაძაგლეს რომ სჩადიან”.
* * *
„ძვალი ძაღლებს უყვართ მხოლოდ”.
* * *
„ლამაზ ღარიბ ქალიშვილებს მდიდრები და წარჩინებულნი მხოლოდ საღერღელაშლილი მუშტრის თვალით უყურებენ, თავს უთუოდ სთხოვენ, მაგრამ ცოლობას – არამც და არამც”.
* * *
„ზოგს ისე შემოსწყრება ბედი, რაგინდ თავი იმტვრიო, ვერაფერს უშველი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„განა შეიძლება ადამიანის სიძულვილი მისი სიკვდილის შემდეგ? ნუთუ მიცვალებულთა პატივისცემამ არ უნდა დაგვავიწყოს ყველა მათი შეცოდება?”
* * *
„წესიერი ქალიშვილის ადგილი ოჯახშია. მისი მიზანი გათხოვებაა”.
* * *
„არავინ იცის, ვის სად ან როდის მოუწევს სიკვდილი”.
* * *
„ღმერთი სიმართლით განსჯის!” – (ავტორი გენია.ჯი)