ამონარიდები ჯონ გოლზუორთის მოთხრობიდან – „პირველი და უკანასკნელი”
„თუ არავინ უყვარს ადამიანს, შეიძლება ძალიან ცუდად წაუვიდეს საქმე”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეს ქალები ყველანი ერთნაირები არიან – მართალს არ გეტყვიან!”
* * *
„კაცმა მცირე ხიფათში ჩავარდნით უფრო დიდისაგან უნდა დაიძვრინოს თავი”.
* * *
„თუ საქმის უყოყმანოდ გადაჭრის და გადაწყვეტილების მტკიცედ დაცვის უნარი არ გაგაჩნია, ვერც ვექილად გამოდგები და ვერც ვერაფერ საქმეს ეწევი”.
* * *
„პირველად ყოველთვის შეცდომით სხვას იჭერენ ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გარდა ფილოსოფოსებისა, თითქმის ყველა სახელისთვის საშიშია, როგორც საერთოდ გვარისა და ოჯახის, ისე თვით მისი პიროვნებისათვის ჩირქის მოცხება”.
* * *
„პანიკა არასოდეს დააყრის კაცს ხეირს. თვალი უნდა გაუსწოროს საფრთხეს და აწონ-დაწონოს იგი”.
* * *
„ვისთვისაც ცხოვრებაში წარმატების მოპოვება მთავარია, მისთვის წესრიგის, სამართლისა და დადგენილი სინამდვილისადმი მოწიწების გრძნობა ხშირად მხარი-მხარ მიაბიჯებს”.
* * *
„ – ტუტუცები და უნიათონი ნანობენ და იტანჯებიან სინდისის ქენჯნისა და სირცხვილისაგან; ვაჟკაცი კი ვაჟკაცური, მტკიცე ნაბიჯით მიაბიჯებს თავისი მიზნისაკენ და არაფერს დაგიდევს!”
* * *
„ყოველ საქმეში უმთავრესია ჯიქური, ვაჟკაცური და უყოყმანო მოქმედება”. – (ავტორი გენია.ჯი)