ამონარიდები ჯონ გოლზუორთის მოთხრობიდან – „ვაშლის ყვავილი”
„დიდი უზრდელობაა, გათქვა ის, რისთვისაც შემთხვევით მოგიკრავს ყური”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როგორი მაღალი და პატიოსანი ცხოვრებითაც არ უნდა ცხოვრობდეს კაცი, ყოველთვის ახლავს მაინც რაღაც ქვეცნობიერი სიხარბე, წადილი, ლტოლვა და წარმავლობის გრძნობა”.
* * *
„ – ორთოდოქსულ სარწმუნოებას ყოველთვის საფუძვლად უდევს, იმდენად, რამდენადაც მე მესმის, დაჯილდოების იდეა – თუ კარგად მოიქცევი, ესა და ეს გერგებაო. ერთგავრი მოწყალების თხოვნასა ჰგავს”.
* * *
„ზოგის ბუნებას ატლანქებს მათდამი გამოჩენილი სიყვარული; სხვებს იმორჩილებს, იტაცებს, გულს უთბობს და უჩვილებს, თითქმის აღამაღლებს და მათ ეს გრძნობა ერთგვარ სასწაულად ეჩვენებათ”.
* * *
„ – ჩაუკვირდით და დაინახავთ, მორწმუნეთა უმეტესობა თუ ისეთი ხალხი არ იყოს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ეს ცხოვრება არ ანიჭებთ ყველაფერს, რასაც ისინი ესწრაფიან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე მგონი ყველაფერი შიშისაგან მოდის”.
* * *
„არა მწამს რამეების წამება მხოლოდ იმიტომ, რომ აქაოდა ასე მირჩევნიაო”.