ამონარიდები ჯონ გოლზუორთის მოთხრობიდან – „რაინდი”
„ – რა არის სიყვარული?.. ეჰ, ბატონო, ეგ ფრიად იდუმალი და უცნაური რამ გახლავთ! იქნებ ბრძანოთ, ეს ამაოებააო, მაგრამ ყმაწვილი ქალისთვის… და მერმე განა რომელი ჩვენგანი არ არის ამაოების მსხვერპლი, ჰა? „ბებრები და ქალწულები, ჭაბუკები და ბალღები!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჩემი წარმოდგენით, ყველას მოეპოვება ისეთი გატაცება ან ინტერესი, რომელთან შედარებით სხვა დანარჩენს არაფრად აგდებს”.
* * *
„ჭრილობათა ტკივილი ნელ-ნელა მაინც ყუჩდება. დრო ლმობიერი და მოწყალეა”.
* * *
„მარტო ტუტუცი ან გიჟი გაიმეტებს თავის სიცოცხლეს ტყუილად”.
* * *
„ექიმები ამბობენ, მძიმე სენისაგან ისე ვერ განიკურნები, რომ კვლავ ძველ ადამიანად დარჩეო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამბობენ, ქვეყნიერებას ძალა განაგებსო”.
* * *
„დროთა სვლაში მწარე მოგონებანი ქრებიან და მხოლოდ კეთილი რჩება. თან ამ კეთილ მოგონებასაც თავისი ტკივილი ახლავს, სხვა ჯურის ტკენა, რადგან მათ ვეღარასოდეს ვუბრუნებთ უკან”.
* * *
„გულის დასაშოშმინებლად, გასეირნებაზე უკეთესი წამალი არა არის რა”.
* * *
„ – არის ხალხი, რომელიც წინააღმდეგია ცოცხალი ცხოველის გაკვეთისა, მაგრამ ქალის გულის დაკოდვას კი აბა ვინ დაგიდევს? ერთი მიბრძანეთ, განა სამართალია, რაღაც ტრაგედიის გამო – მერწმუნეთ, ასეთი ამბავი ყოველთვის რაიმე ტრაგედიის შედეგია – ავითვალწუნოთ და ვდევნიდეთ ქალს? განა მისმა დობილმა ქალებმა უნდა გააძევონ იგი საზოგადოებიდან? განა ჩვენ, ვაჟკაცებმა მსხვერპლად, ნადავლად უნდა ვაქციოთ იგი? მე რომ მკითხოთ… მათ სწორედ ჩ ვ ე ნ ვაქცევთ იმად, რაც არიან, და ესეც რომ არ იყოს… ეჰ! მე რომ ვფიქრობდე, ქვეყნიერების ზურგზე ისეთი ქალი მოიპოვება, რომელსაც არ შემიძლია ქუდი მოვუხადო-მეთქი, მე… მე… ღამე არ დამეძინებოდა!” – (ავტორი გენია.ჯი)