ამონარიდები ორჰან ქემალის რომანიდან – „უცხო ქალი”
„ადამიანის გული და გრძნობა არ გამოიცნობა… თურმე…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხალხის უპირველესი საზრუნავი პურია”.
* * *
„კაცი ოჯახს ქალმა უნდა მიაჯაჭვოს!”
* * *
„შენი ბედნიერება შენივე ხელით უნდა გამოჭედო კაცმა!”
* * *
„ – ყველა ლამაზს თავისი ეშხი აქვს, მამაკაცი იქნება თუ ქალი – ეს სულ ერთია. ადამიანს მშვენიერებით ტკბობის უნარი ღმერთმა უბოძა და მე რატომ უნდა უარვყო იგი?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანმა ცოტა დროც უნდა გაატაროს ამქვეყნად…”
* * *
„ – მამაკაცმა შეიძლება საკუთარ ცოლთან ვერ ნახოს ის სიამოვნება, რომელსაც გული სთხოვს და თვალი სხვა ქალს დაადგას… ეს გულისა და გრძნობის ამბავია… წარმავალია… მამაკაცებს ამაში არ ვადანაშაულებ… ქმარი ცოლმა უნდა მოხიბლოს და თავი შეაყვაროს. თუ ვერ მოახერხა, მერე მას არავითარი ჩივილის უფლება აღარა აქვს”.
* * *
„ცხოვრებაში ყველაფერია მოსალოდნელი”.
* * *
„უაზრო ჩაძახილები ბავშვს გონებას უბინდავს და აჩლუნგებს”.
* * *
„დედის გული რას არ ითმენს… აჰ!..” – (ავტორი გენია.ჯი)