ვაჟა-ფშაველა წერდა…
„თავისუფლება ისეთი მცნებაა, იმას ბევრი კომენტარიები არა სჭირდება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არა, ღმერთმა დამიფაროს, მე პროგრესის უარმყოფელი ვიყო”.
* * *
„ვინც აწმყოს კეთილსინდისიერად ემსახურება, იგი დიდებულს მომავალსა ჰქმნის”.
* * *
„განუვითარებელი, გაუზრდელი ხალხი, როგორიც უნდა დემოკრატიული მმართველობა დაარსდეს, მაინც მმართველთა სათამაშო ბურთი და სათლელი დუმა იქნება”.
* * *
„ვინც ბევრსა ხნავს და ბევრსა სთესავს, იმას ბევრი პური მოსდის; თუნდაც მოუსავლობა იყოს მაინც სხვაზე მეტი მოუვა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერი, უმრავლესობა რასაც დაადასტურებს, უცვალებელია. ტყუილად ხომ არ არის ნათქვამი: ხმა ღვთისა – ხმა ერისაო…”
* * *
„ნეტავ როტშილდის მილიონები ჩვენ მოგვცა, მე და შენ, და იმისი ცოდვაც ჩვენს კისერზედ იყოს, როგორც იქნებოდა მოვინანიებდით”.
* * *
„ამერიკაში ბაყაყების მომშენებელი საზოგადოებაც კი არსებობს და ჩვენში ერთადერთი ჩვენი იმედი, ჩვენი მაცხონებელი, წერა-კითხვის საზოგადოებაც კი რის ვაი-ვაგლახით სულს იბრუნებს”.
* * *
„უაზროდ მოქმედება არ ეკადრება და არც ეპატივება არავის”.
* * *
„სამოთხე იმისია, ვინც მადლსა სჩადის”. – (ავტორი გენია.ჯი)