ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„სათნოება? მორჩილება? გულმოწყალება? ეჰ, უმაგათოდაც შეიძლება იცხოვრო, უმაგათოდაც შეიძლება, მაგრამ შეუპოვრობის გარეშე კი არა”. – კარლოს ფუენტესი (არტემიო კრუსის სიკვდილი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მთელი ჩვენი უკმაყოფილება რაიმეს უქონლობის გამო, ჩემი აზრით, უმადურობაა, რომელიც იქიდან გამომდინარეობს, რომ, რაც გვაქვს, იმით არ ვკმაყოფილდებით და მისი მადლობელი არ ვართ”. – დანიელ დეფო (რობინზონ კრუზო)
* * *
„თუ გინდა ეს ქვეყანა დაიმორჩილო, ჯერ შენი თავი დაიმორჩილე”. – თედორე დოსტოევსკი (ეშმაკნი)
* * *
„იოლად და უბრალოდ ვერ ჩასწვდები რეალურ სამყაროს. უმოქმედოდ მყოფი, ბედის შემყურე, ვერ შეძლებ შეიცნო იგი. შენ უნდა იაზროვნო, რომ განსაცდელთა მოძალებამ არ დაგღუპოს, ფხიზლად შეაფასო რეალობა, რომ ბრმად არ იმოქმედო, ეჭვმა არ გამოგხრას”. – კარლოს ფუენტესი (არტემიო კრუსის სიკვდილი)
* * *
„მართლმსაჯულების წინაშე ყველა თანასწორია, ისივე როგორც ღვთის წინაშე”. – ალექსანდრე დიუმა (გრაფი მონტე-კრისტო) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიცოცხლე მაშინ მოეწონება ყველას, როცა შეიგნებს საკუთარი თავის დაძლევის გარდაუვალობას და არ დაიწყებს უკეთესის ძიებას, ჯანყს, არ შეყოფს ცხვირს იქ, სადაც საჭირო არ არის”… – კარლოს ფუენტესი (არტემიო კრუსის სიკვდილი)
* * *
„არსებობს ისეთი რამ, რასაც სიცოცხლის მადა შეიძლება დაერქვას”. – იუსტაინ გორდერი (ფორთოხლის გოგონა)
* * *
„როცა ადამიანებს აიძულებ, შენს ნებას დაემორჩილონ, მაშინ მათგან ნურც მადლობას ითხოვ”. – კარლოს ფუენტესი (არტემიო კრუსის სიკვდილი)
* * *
„საქმიანმა ადამიანებმა კარგად იციან თავიანთი კაპიტალის ფასი”. – ალექსანდრე დიუმა (გრაფი მონტე-კრისტო)
* * *
„მოგონება – აღსრულებული სურვილია”. – კარლოს ფუენტესი (არტემიო კრუსის სიკვდილი) – (ავტორი გენია.ჯი)