ამონარიდები თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „ეშმაკნი”
„ადამიანმა არ იცის თავისი ბედნიერება და უბედური მიტომ არის. ყველაფრის მიზეზი ეს არის მხოლოდ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არის წუთები, როდესაც ადამიანისთვის დრო უცებ გაჩერდება და საუკუნოდ ასე იქნება”.
* * *
„სწორად არის ნათქვამი: გარკვევით და ზუსტად. ადამიანი რომ სრულ ბედნიერებას მიაღწევს, მაშინ ჟამი აღარ იქნება, ვინაიდან აღარც არის საჭირო”.
* * *
„ბევრი აზრია, რომელიც უეცრად ახლად მოგეჩვენება”.
* * *
„ – კაცმა რომ თავი მოიკლას, ჩემთვის გასაგებია და ხშირადაც მიფიქრია ამაზე, მაგრამ იქვე ეს ახალი აზრი დამბადებია: ადამიანმა რომ დიდი ბოროტება ჩაიდინო, ისეთი სამარცხვინო საქციელი, თავმოსაჭრელი და ამასთან… ისეთი სასაცილო… მთელი ათასი წელი არავინ დაგივიწყოს და ათასი წელი ყველამ გაფურთხოს, უცბად კი ეს იფიქრო: „შუბლში ერთი ტყვია და მორჩა ყველაფერი”, განა სულერთი არ იქნება, ვინ რას იტყვის და როგორ მოგაფურთხებს ათასი წლის შემდეგ.
ვთქვათ, ერთ დროს მთვარეზე ცხოვრობდით და იქ ჩაიდინეთ ეს სასაცილო და საძაგელი რაღაც… მერე აქ ჩამოხვედით. მაგრამ დანამდვილებით იცით, ვიდრემდე მთვარე იარსებებს, ყბად აიღებენ და ათასი წელი აფურთხებენ იმ მთვარეზე შენს სახელს. თუმცა თუკი აქა ხართ და მთვარეს აქედან უყურებთ, ნეტა რაში გენაღვლებათ, იქ რა ჩაიდინეთ, ანდა იქაურები თუ გაფურთხებენ?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რეგვენებს რა არ მოუვათ თავში”.
* * *
„ჩვენც გვაქვს უფლება, ისე მოვიქცეთ, როგორც ჩვენი სინდისი და ჭკუა გვიკარნახებს…”
* * *
„განა ჩვენისთანები გაუმეტებიათ”.
* * *
„ძნელია ღმერთის გამოცვლა”.
* * *
„ერთხელ მაინც ილაპარაკეთ ადამიანურად!” – (ავტორი გენია.ჯი)