ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ქალის ლამაზი სახე, აპრეხილი ცხვირი და ჩაჩუტული ლოყები ისევე არ გამოხატავს არაფერს, როგორც არ გამოხატავს ლამაზი ჩანჩქერი, თუ არ ჩქეფს”. – ანტონ ჩეხოვი (კუდიანი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიცილიის გარდა სხვაგან სად ატარებს ისტორიისა და ლიტერატურის პროფესორი ჯიბით იარაღს?” – მარიო პიუზო (ნათლია)
* * *
„სწორად უთქვამს ვიღაცას, თითოეულისგან შესაძლებლობის მიხედვით, თითოეულს მოთხოვნილების მიხედვითო”. – ჟოზე სარამაგუ (სიბრმავე)
* * *
„ – სოლომონის თქმით, ყოველგვარი სიახლე მხოლოდ დავიწყებაა”. – ხორხე ლუის ბორხესი (უკვდავი)
* * *
„სიყვარული აქტიური ძალაა და უნდა ვისწავლოთ, გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი”. – ენტონი ბერჯესი (მექანიკური ფორთოხალი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჭეშმარიტება ის გახლავთ, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ხმარებას, როგორც წესი, მომაკვდინებელი ეფექტი ახლავს თან”. – ჟოზე სარამაგუ (სიბრმავე)
* * *
„ამქვეყნად მართლაც ყველაფერი მშვენიერია გარდა იმისა, რასაც ვფიქრობთ და ვაკეთებთ, როცა ყოფიერების მაღალ მიზნებსა და საკუთარ ადამიანურ ღირსებებს ვივიწყებთ”. – ანტონ ჩეხოვი (ქალი, რომელსაც ფინია ჰყავდა)
* * *
„ – გამახსენდა ეთიოპელების რწმენა, რომ მაიმუნები შეგნებულად არ მეტყველებენ, რათა შრომა ვერავინ აიძულოს”. – ხორხე ლუის ბორხესი (უკვდავი)
* * *
„ბრძოლას დასასრული არასოდეს აქვს”. – ენტონი ბერჯესი (მექანიკური ფორთოხალი) – (ავტორი გენია.ჯი)