ამონარიდები მარიო პიუზოს რომანიდან – „ნათლია”
„სწორედ ეგაა ახალგაზრდების უბედურება, რომ არაფერზე ფიქრობენ, რაც გინდა ნიჭიერები იყვნენ. წინასწარ არ უკვირდებიან, რას აკეთებენ და ჭაში რაც წყალია, მთლიანად თავისთვის უნდათ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – არ მინდა, ჩემს შვილებზე ისეთივე გავლენა მოვახდინო, როგორიც მამაჩემმა – ჩემზე. თუმცა ეს მას შეგნებულად არ გაუკეთებია. არ სურდა, ოჯახურ ბიზნესში რომ შევსულიყავი. უნდოდა, პროფესორი ან ექიმი გამოვსულიყავი, ან რაღაც ამდაგვარი, მაგრამ საქმე ცუდად წავიდა და იძულებული გავხდი, ოჯახის მხარეზე მეომა. იმიტომ ვიომე, რომ მიყვარს მამაჩემი, ვაღმერთებ. არასოდეს შემხვედრია ადამიანი, რომელიც მეტად იმსახურებს პატივისცემას. ის იყო საუკეთესო ქმარი, საუკეთესო მამა და საუკეთესო მეგობარი ადამიანებისა, ვისაც ცხოვრებაში არ გაუმართლა. არსებობს კიდევ მეორე მხარეც, მაგრამ ეს ჩემთვის, როგორც შვილისთვის, სულერთია… თუმც კი არ მინდა, ჩემს შვილებსაც იგივე მოუვიდეთ”. – (მაიკლი დიალოგიდან)
* * *
„ქალები ვერ იტანენ, როცა კაცები მეტისმეტ წარმატებას აღწევენ. ეს მათ აღიზიანებს, იმის შეგრძნებას უქმნის, რომ კაცებზე ძალაუფლებას კარგავენ, ძალაუფლებას, რომელიც სიყვარულზე, სექსის ჩვევასა და საქორწინო კავშირზეა დაფუძნებული”.
* * *
„ – საქმე წესიერად რომ მიდიოდეს, ზოგჯერ იძულებული ვარ, ჩემს ხალხს ჭიტლაყი ამოვარტყა ხოლმე”.
* * *
„ყველაფერს ერთ დღეს ვერ გააკეთებს კაცი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ვეუბნებოდი ხოლმე: „ნუ ჭამთ ამდენს, თორემ მოკვდებით; ნუ ეწევით ამდენს, თორემ მოკვდებით; ნუ სვამთ ამდენს, თორემ მოკვდებით; ნუ მუშაობთ ამდენს, თორემ მოკვდებით”, მაგრამ არავინ მისმენდა. იცი, რატომ? იმიტომ, რომ არ ვეუბნებოდი: „მოკვდებით ხვალ”.
* * *
„ – არ ვაპირებ ჩემი ბედ-იღბალი ჩავაბარო ადამიანებს, რომელთა ერთადერთი ღირსება ის არის, რომ შეუძლიათ ერთი უბნის მცხოვრებნი აიძულონ, არჩევნებზე ხმა მისცენ”.
* * *
„ – დედები პოლიციელებივით არიან. ყველაზე ცუდს ფიქრობენ”.