ამონარიდები ჯემალ რატიანის რომანიდან – „მდინარესა და მთებს გაღმა”

„განა ყოველი ჩვენთაგანი სამშობლოთი არ ვტრაბახობთ? მზესაც ვისაკუთრებთ, ცასაც და ზღვასაც, მიწაზე ლაპარაკი არც ღირს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანებს რა ვუთხარი, ცხოველის ყნოსვა აქვთ. რომ არ ჩაგიშხამონ გუნება-განწყობა, მერწმუნეთ, ისე ვერ მოისვენებენ”.

* * *

„პატივმოყვარების გულისათვის ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.

* * *

„რა იციან პატარებმა, რომ მათი სახის გამომეტყველება არის ყველაზე კარგი შემფასებელი მართალი სიტყვისა”.

* * *

„ოცნება – ოცნებაა, ცხოვრება კი, სულ სხვა რამ ყოფილა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცი ვერ გაექცევი საკუთარ თავს, ყოველი ასეთი მცდელობა წყლის ნაყვაა”.

* * *

„დოლაბია – ცხოვრება, რომელიც მუდმივად ტრიალებს ჩვენს დაუხმარებლადაც”.

* * *

„ზედმეტი ბარგის ტარება უმძიმს ყოველ კაცს”.

* * *

„მეტიჩრობაა – ამპარტავნობა, აბა სხვა რა?…”

* * *

„რა საამოა ხანდახან კარგი სიტყვა”.

* * *

„შენით ვიწამე საქართველოვ, მე ამ ქვეყნის ბედის ტრიალი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება