ამონარიდები დანტე ალიგიერის პოემიდან – „ღვთაებრივი კომედია”
„მაშინ ბოროტის მოსურნესა რაღა მივაგოთ, უკეთუ იგი განვიკითხოთ, ვინც შეგვიყვარა?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არის კანონი, და ვინღაა მომხმარებელი. არავინ, რადგან მეწინავე ფარის გამძღოლმა ცოხნა კი იცის, მაგრამ ჭლინკებს ვეღარა ხლეჩს”.
* * *
„და თუ ქვეყანა ახლანდელი წარხდენილია, ამის მიზეზი თქვენშივეა, იქვე ეძიეთ”.
* * *
„არავის ძალუძს შეიძულოს თვისივე თავი”.
* * *
„ზოგს ეშინია დაეკარგოს პატივისცემა, ძალა, ნამუსი და სახელი სხვის წარმატებით, ამიტომაც სწუხს და უსურვებს სხვას დამარცხებას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვიცი მაცხოვარს ხელმეორედ შეგვიგინებენ და განახლდება ისევ ძმრისა და გესლის გემო, ორ ყაჩაღს შორის მოუხდება უფალს სიკვდილი”.
* * *
„ნება სურვილს მუდამ როდი ემორჩილება”.
* * *
„იჭვნეულობას ხშირად იწვევს საბაბი მცთარი, როს დედააზრი ჭეშმარიტი შეფარვულია”.
* * *
„როგორ ახელებ, სიყვარულო ყვითელ ლითონის, შენ მომაკვდავთა გაუმაძღარ ვნებათა ღელვას”.
* * *
„ჭეშმარიტად ნეტარ არიან, ვისაც ღვთის ცეცხლი განუქარვებს გაუმაძღრობას, ვისაც სიხარბე ვერ დაუხშობს სიკეთეს გულში”. – (ავტორი გენია.ჯი)